ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 107-ვე უბანი დროულად გაიხსნა
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 107-ვე უბანი დროულად გაიხსნა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 107-ვე უბანი დროულად გაიხსნა. თუმცა საუბნო კომისიებიდან გაწვეული არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კომისიის წევრები. ზოგ შემთხვევაში, საუბნო კომისიის წევრებს „კოვიდ-19“ აღმოაჩნდათ, რის გამოც, საუბნო კომისიები არასრული შემადგენლობით მუშაობენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განუცხადა.

„ზოგიერთ უბანზე „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით არიან 7-8 კაციანი კომისიის შემადგენლობით, რადგან ზოგ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოდან“ დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს, ისინი ოფიციალურად არიან გაწვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ არ დაესწრებიან კენჭისყრის პროცესს. ამომრჩევლების უსაფრთხოება ყველა უბანზეა დაცული. თითოეული ამომრჩევლის ხმა არის დასაცავი და მეორე ტურის მიმართ არ უნდა იყოს გულგრილობა“, – განაცხადა მირანდა მესხმა.