ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ 
ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ 

ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

როგორც ფრაქციის წევრების განცხადებაშია აღნიშნული, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი.

„გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ ერთიანი ძალებით რომ შევხვდეთ, აუცილებლად მიგვაჩნია, პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია.

მოვუწოდებთ ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის 16 წევრი.