ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფეისბუქპოსტის გამო ბოდიშს იხდის 
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფეისბუქპოსტის გამო ბოდიშს იხდის 

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაცია, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას მიმართ სექსისტურ განცხადებაში დაადანაშაულეს, ბოდიშს იხდის. ამის შესახებ თამაზ ფაცაცია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ჰქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც მინდა, ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას“, – წერს თამაზ ფაცაცია.