ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსზე ახალგაზრდა ქალის ტესტის პასუხი უარყოფითია.

ორი დღის წინ ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდა და მისი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.

რაც შეეხება ახალშობილს, მედიკოსების თქმით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და ინტენსიური მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.