ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსზე ერთი ანალიზის პასუხს ელოდებიან
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსზე ერთი ანალიზის პასუხს ელოდებიან

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ახალგაზრდა ქალის ტესტის პასუხს ელოდებიან.

ორი დღის წინ ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდა და ახლა ის მკურნალობას ბოქსირებულ პალატაში გადის.

რაც შეეხება ახალშობილს, მედიკოსების თქმით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და ინტენსიური მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.