ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ ანაკლიის საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი მამაკაცის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ მიაწოდა.

ასაკოვანი მამაკაცი ანაკლიის საკარანტინო სივრციდან რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ შეიყვანეს. მას საჭირო კვლევები ჩაუტარდა და ისევ საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს.

ამავე კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ ერთი პაციენტის ბიოლოგიური მასალა არის გაგზავნილი, რომლის პასუხიც ხვალ გახდება ცნობილი.