ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

16:17, 21.06.2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს წინასწარი პატიმრობის 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლე შოთა ბიჭიამ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დის დაჭრაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია დანაშაულის მოტივი, ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ზუგდიდში 19 ივნისს, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძმამ და დაჭრა. გამოძიება აღნიშნულ საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც ოჯახური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, შესაძლოა ექსპერტიზის პასუხის შემდეგ ბრალდების მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.

მსგავსი