ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ დევნილთა ჩასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ დევნილთა ჩასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კახათისა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიით შედეგად დაზიანებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სტიქიის მიერ მრავალსართულიან კორპუსებზე გადახდილი სახურავების აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. აღდგენით სამუშაოებზე ადგილობრივები არიან დასაქმებული.
სამუშაოების მიმდინარეობას და კოორდინირებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია უწევს.