ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გიორგი შენგელიამ მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მხარის გუბერნატორმა და პატარებთან ერთად მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო.

ნაძვის ხის ანთებას წინ დრამერების შოუ უძღოდა, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და მთავარ ნაძვის ხესთან დასრულდა.

გაიმართა საბავშვო სპექტაკლი ანიმატორების მონაწილეობით და საბავშვო კონცერტი. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელთან დგას. ახალი საახალწლო განათებებია დამონტაჟებული მთელ ქალაქში.