ზუგდიდის მერმა მოადგილეებთან ერთად მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ძეგლები ყვავილებით შეამკო
ზუგდიდის მერმა მოადგილეებთან ერთად მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ძეგლები ყვავილებით შეამკო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავასა და პოლიტიკური ლიდერის, სპირიდონ კედიას ძეგლები ყვავილებით შეამკო.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩემს ძვირფას ზუგდიდელებსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ოკუპაციის კლანჭებისგან გათავისუფლებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ მივისწრაფით ევროპული ღირებულებებისკენ. ზუგდიდსა და სრულიად საქართველოში საზეიმო ღონისძიებები არ ტარდება მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით ვულოცავ თითოეულ ქართველს დღევანდელ დღეს და ვისურვებ, რომ საქართველო ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გახდეს ერთიანი, ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი“, -განაცხადა გიორგი შენგელიამ.