ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ბულვარის მიმდებარედ ავარიულ და გახმობის სტადიაში მყოფ ხეებს ჭრიან
ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ბულვარის მიმდებარედ ავარიულ და გახმობის სტადიაში მყოფ ხეებს ჭრიან

ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები მოჭრეს, რამას ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაგდა თოდუას განმარტებით, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ ჭრიან იმ ხეებს, რომლებიც ავარიული ან გახმობის სტადიაშია.

მისი თქმით, ზოგიერთი ხის ტოტები გადაბერებულია და არსებობს მათი ჩამოტყდომის საშიშროება. როგორც თოდუა ამბობს, ხეების ნაწილი დაავადებულია.

ბულვარის მიმდებარედ ხეების მოსაჭრელად შეიქმნა კომისია და ამ კომისიის გადაწყვეტილებით სულ 17 ხე მოიჭრება – სამი კედარი, ორი -კრიპტომერია, ცხრა ძირი ტუია, ერთი მუხა და ორი ჭადრის ხე, მათგან რამდენიმე ხე ასწლოვანია.