ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ​196 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

09:58, 29.07.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 196 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის​ ცნობით, გამოკვლეულთა შორის ცხელების ცენტრების 14 პაციენტი იყო,76  მედპერსონალი, ოთხი კარანტინიდან, 74ც შსს-ს თანამშრომელი, ოთხი მძღოლი, 24 კი დიალიზზე მყოფი პირი იყო.

მსგავსი