ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 92 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

23:31, 23.05.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტი 92 პირს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეული 92 პირიდან 15 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო; სამი საკარანტინო სივრციდან, მათ შორის ერთი ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან; 50 რეგიონის სამედიცინო პერსონალი და 24 ფოთის საბაჟოს გამშვები პუნქტის თანამშრომელი.

მსგავსი