ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 46 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10:25, 05.07.2020

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 46 ტესტი ჩატარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

46 ნიმუშიდან ოთხი იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 29 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, რვა იყო საკარანტინო სივრციდან, ხუთი კი, საქალაქთაშორისო გადაზიდვების მძღოლი.

მსგავსი