ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 127 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22:15, 02.06.2020

ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 127 პირის ტესტი ჩატარდა და ყველას პასუხი უარყოფითია.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა, ანზორ ქობალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა მათგან 12 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 74 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, 23 თვითიზოლაციაში მყოფი პირი და 18 საკარანტინო სივრციდან.

მსგავსი