ზუგდიდის ლაბორატორიაში 78 ნიმუში გამოიკვლიეს, 77 პასუხი უარყოფითია, ერთს კი ხელახლა გამოიკვლევენ
ზუგდიდის ლაბორატორიაში 78 ნიმუში გამოიკვლიეს, 77 პასუხი უარყოფითია, ერთს კი ხელახლა გამოიკვლევენ

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე დღეს 78 პირის ნიმუში გაიტესტა.
მათ შორის 13 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 42 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, ოთხი პირი იყო თვითიზოლაციიდან, ხოლო 19 კარანტინიდან.

77 პასუხი უარყოფითია, ერთი ნიმუში წუნდებული აღმოჩნდა და პირი განმეორებით გაიტესტება.

ამასთან, დღეს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა რუხის კლინიკაში.