ზუგდიდის ლაბორატორიაში 439 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ზუგდიდის ლაბორატორიაში 439 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსის კვლევაზე 548 ნიმუში შევიდა.

კვლევა უკვე ჩაუტარდა 439 ბიოლოგიურ ნიმუშს. ყველა პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულთა შორისაა რუხის კლინიკაში კოვიდდადასტურებული პაციენტიც, რომელიც გამოჯანმრთელდა.

დარჩენილი 109 ნიმუშის კვლევის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.