ზუგდიდის ლაბორატორიაში 129 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

00:23, 15.05.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე 129 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულთა შორის 14 პაციენტი რეგიონის ცხელების ცენტრებიდან იყო, ორი საკარანტინო სივრცეებიდან, ხოლო დანარჩენი რეგიონის სამედიცინო პერსონალია.

მსგავსი