ზუგდიდის კლინიკაში ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

21:57, 18.04.2020

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან მეორე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

​ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 30 მარტს გადმოყვანილი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახური ადასტურებს.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ქალი საავადმყოფოს ხვალ დატოვებს, ორი კვირა კი, თვითიზოლაციაში იქნება.

მსგავსი