ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო ლიტურგიისთვის ემზადებიან
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო ლიტურგიისთვის ემზადებიან

საშობაო ლიტურგიისთვის უკვე ემზადებიან ზუგდიდში. მრევლი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში იკრიბება.

საღვთო ლიტურგიას ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე ჩაატარებს.

საშობაო ლიტურგია სამეგრელო ზემო სვანეთის ყველა ტაძარში 00:00 საათზე დაიწყება.

მშენებარე საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია 2014 წლიდან ტარდება.