ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 304 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 304 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ზუგდიდის რაიონიდან კორონავირუსზე 304 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა განხორციელდა, ყველა პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულთა შორის არიან, ცხელების ცენტრების 23 პაციენტი, სამედიცინო სფეროს ხუთი წარმომადგენელი, კარანტინში მოთავსებული სამი პირი, თვითიზოლაციაში მყოფი ერთი მოქალაქე, შსს- 247 თანამშრომელი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 25 მძღოლი.

დატოვე კომენტარი