ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 270 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10:08, 18.07.2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 270 ნიმუშია გამოკვლეული.

გამოკვლეულ პირთა შორის იყო: ცხელების ცენტრების 19 პაციენტი, მედპერსონალის 63 წარმომადგენელი, 24 მძღოლი, შსს-ის 158 თანამშრომელი, სამი პირი საკარანტინო სივრციდან, თვითიზოლაციიდან ერთი პირი და ასევე ფოთის საბაჟოს ორი თანამშრომელი.

არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.

მსგავსი