ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 26 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

10:05, 13.07.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე 26 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, გამოკვეულ პირებს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულთა შორის 12 ცხელების ცენტრების პაციენტია, ხუთი – შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რვა – კარანტინის სივრციდან, ერთი პირი კი, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მსგავსი