ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ​გამოკვლეულ 164 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ​გამოკვლეულ 164 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 164 ნიმუში გაიტესტა კორონავირუსზე. ყველა პასუხი უარყოფითია.

164 ტესტირებულიდან რვა იყო ცხელების ცენტრების პაციენტი (მათ შორის მოხდა ერთი კოვიდინფიცირებულის შუალედური ტესტირება), 86 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, 22 შსს-ს თანამშრომელი, 42 ფოთის საბაჟოს თანამშრომელი , ექვსი კი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან.

დატოვე კომენტარი