ზუგდიდის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გრიპის სიმპტომებით ერთი ადამიანი მოათავსეს
ზუგდიდის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გრიპის სიმპტომებით ერთი ადამიანი მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გრიპის სიმპტომებით ერთი ადამიანი მოათავსეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ზუგდიდიდან იუწყება, ქალაქის ინფექციურ კლინიკას გრიპის სიმპტომებით გუშინ უცხო ქვეყნის ერთმა მოქალაქემ მიმართა და ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ის ლიეტუვადან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, მეგობართან ჩავიდა.

როგორც ზუგდიდის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო კვლევები.