ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე გამოკვლეული 640 ბიოლოგიური ნიმუშიდან 57 დადებითი აღმოჩნდა

13:53, 17.10.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 640 ბიოლოგიური ნიმუშიდან 57 დადებითი აღმოჩნდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ზუგდიდში გამოვლინდა კორონავირუსის 26 შემთხვევა, ფოთში – 14, წალენჯიხაში – ორი, სენაკში – ხუთი, ხობში – ოთხი, მარტვილში – ერთი, აბაშაში – ერთი, ოკუპირებულ აფხაზეთში – ოთხი.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 84 კოვიდპაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ფოთის ჰოსპიტალში კი, 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 181 ადამიანი.

მსგავსი