ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 399 პირიდან კორონავირუსი ექვსს დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 399 პირიდან კორონავირუსი ექვსს დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 399 ნიმუშის ტესტირება ჩატარდა. მათგან ექვს პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

ექვსივე მათგანი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოს ე.წ. კლასტერს ეკუთვნის.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია აცხადებს, დღის განმავლობაში განხორციელდება მათი გადაყვანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და სპეციალიზირებულ კლინიკებში მოთავსდებიან.

რაც შეეხება მარტვილელ პოლიციელს, მისი შვიდივე კონტაქტი მოძიებულია. ყველა მთგანზე აღებულია „პისიარ“ ტესტი, პასუხები ჯერჯერობით უცნობია. ყველა გადაყვანილია კარანტინში. პოლიციელი რუხის კლინიკაში გადის მკურნალობას. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის იმყოფება 58 პაციენტი. მალხაზ თორიას განცხადებით, ფოთის „ცხელების ცენტრში“ მოთავსებულია კოვიდინფიცირებული ქალბატონი, რომელიც გურიის ე.წ. კლასტერს ეკუთვნის.