ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 169 პირი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა

22:06, 23.06.2020

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 169 ნიმუში გაიტესტა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

კერძოდ, დღეს ტესტირება კორონავირუსზე ჩაუტარდა: ცხელების ცენტრების 11 პაციენტს, 45 სამედიცინო პერსონალს, 41 საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორtის მძღოლს , შსს-ს ფოთის სამმართველოს 68 თანამშრომელს, ოთხი კი საკარანტინო სივრციდან იყო.

არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.

მსგავსი