ზუგდიდის ჰოსპიტალში დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება
ზუგდიდის ჰოსპიტალში დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია უტარდება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა.

დაშავებული მამაკაცი 1985 წელს არის დაბადებული სოფელ შამგონის მკვიდრია.

გადაუდებელი განყოფილების მორიგე ექიმის, ლაშა გრიგოლიას განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

„ახალგაზრდა ახლობლებმა მოიყვანეს კლინიკაში. ჭრილობა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული“,-განუცხადა პირველ არხს ლაშა გრიგოლიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.