ზუგდიდის „დინამოს" ფრე ყირგიზებთან
ზუგდიდის „დინამოს" ფრე ყირგიზებთან

ზუგდიდის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მეხუთე საკონტროლო მატჩი ყირგიზეთის უმაღლესლიგელთან „აბდიშ -ატა“-სთან გამართა და 2:2 დააასრულა.

ყირგიზები პირველ ნახევარში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში, ზუგდიდელმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. პირველად მეტოქის კარი გიორგი ჭანუყვაძემ აიღო და ანგარიში შეამცირა, ხოლო ლუკა გუგუჩიამ ანგარიში გაათანაბრა. ყირგიზებს მოგება მაინც შეეძლოთ, თუმცა ზუგდიდელთა კარში დანიშნული პენალტის დროს მეკარე თამაზ ყურაშვილმა ბურთი მოიგერია. მომენტები ზუგდიდელებსაც ჰქონდათ, მაგრამ მათი მცდელობები არაზუსტი აღმოჩნდა და საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

„აბდიშ-ატა“ – ზუგდიდის „დინამოს“ 2:2

გოლი: 1:2 გიორგი ჭანუყვაძე (60), 2:2 ლუკა გუგუჩია (68)

ზუგდიდის „დინამო“: ეხვაია, ნადირაძე, წურწუმია, აბსანძე, რუხაია, ჟიშკარიანი, ბურკაძე, კლიმიაშვილი, მესხი, გუგუჩია, აბუსელიძე.

მეორე ტაიმი: ყურაშვილი, მოსემღვდლიშვილი, მინდორაშვილი, სიჭინავა, ხუნჯგურუა, ჯანაშია, ჭანუყვაძე, ცირდავა.