ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავტომობილს საქარე მინა ჩაუმსხვრიეს
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავტომობილს საქარე მინა ჩაუმსხვრიეს

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის მანქანას საქარე მინა ჩაუმსხვრიეს. შემთხვევა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

მირანდა მესხის განცხადებით, მანქანის დაზიანება დილით ადრე დააფიქსირა. მისი თქმით, მანქანის დაზიანება არ არის შემთხვევითი.

„შვიდის წუთები იყო, რომ ჩამოვედი. შესაბამისად, უნდა წამოვსულიყავი საოლქო საარჩევნო კომისიაში. ვნახეთ ის, რაც თქვენც ნახეთ, ანუ ჩამსხვრეული წინა მინა. დიდი ქვა, სამხილი დატოვებულია ადგილზე, რითიც მოხერხდა ალბათ ამ დაზიანების მიყენება. საქმის კურსში არიან შესაბამისი უწყებები. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესები და არჩევნების ნორმალურ, კომფორტულ გარემოში ჩატარება, ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს მირანდა მესხმა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.