ზორან მარუშიჩი - მალტელების ბარიერის გადალახვა შეგვიძლია #1TVSPORT
ზორან მარუშიჩი - მალტელების ბარიერის გადალახვა შეგვიძლია #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელთან, გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჰამრუნ სპარტანსთან“ განმეორებით შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი იმყოფებოდა და მალტელებთან ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

„გუნდში კარგი განწყობაა. ამაში დადებითი როლი ითამაშა „ლოკომოტივთან“ სათასო შეხვედრამ, რომლის მოგებამ ხასიათი გამოგვიკეთა. გუნდი ვემზადებით, რომ ხვალ თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ვიცით, მეტოქე რას წარმოადგენს და გვჯერა, რომ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია.

საქართველოში პირველად 2021 წელს ჩამოვედი და ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდი. მაშინაც და ახლაც სულ ვცდილობდი და ვცდილობ, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და გუნდს დავხმარო.

გარკვეული დრო გამიცდა და ჯერ საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ მაქსიმალურად ვშრომობ, რომ ოპტიმალური კონდიციები აღვიდგინო და გუნდს ყველა შეხვედრაში მაქსიმალური სარგებლობა მოვუტანო“, – ამბობს ზორან მარუშიჩი.

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისისა“ და „ჰამრუნ სპარტანსის“ განმეორებითი შეხვედრა 3 აგვისტოს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.