ზონალური პარკირების გადასახადის გადასახდელად შექმნილი მობაილ აპლიკაცია „პარკინგ თბილისი“ უკვე ამუშავდა
ზონალური პარკირების გადასახადის გადასახდელად შექმნილი მობაილ აპლიკაცია „პარკინგ თბილისი“ უკვე ამუშავდა

ზონალური პარკირების გადასახადის გადასახდელად შექმნილი მობაილ აპლიკაცია „პარკინგ თბილისი“ უკვე ამუშავდა.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, გარდა პარკინგის გადასახადისა მოქალაქეებს აპლიკაციის გამოყენება უფასო პარკირებისთვის ავტომობილის დასამატებლადაც შეეძლებათ.

„ზონალური პარკირება ხვალიდან, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ყველა სმარტფონის ტელეფონისთვის. უკვე განთავსებულია შესაბამის სისტემაში და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ჩამოტვირთოს. აპლიკაციის სახელწოდებაა „პარკინგ თბილისი“, რომელიც საკმაოდ მარტივი და მოქნილია მომხმარებლისთვის გადასახდელად. ასევე, პარკირების რეფორმის ფარგლებში უფასო რეჟიმით სარგებლობისთვის ავტომობილის დამატება”, – აცხადებს ხმალაძე.

მისივე თქმით კოტე აფხაზის ქუჩაზე ხვალიდან ერთ ლარიანი ტარიფი ამოქმედდება. იმ მონაკვეთებზე, რომელიც ზონალური პარკირებისთვის არის გამოყოფილი შესაბამისი მანიშნებლები უკვე განთავსებულია.

„ტარიფი გვაქვს სამსაფეხურიანი:ერთ ლარიანი, ორ ლარიანი და სამ ლარიანი. დავიწყეთ დაბალი საფეხურით, თუ ერთ ლარიანი ტარიფის შემთხვევაში შევხედეთ, რომ იქ სივრცეები მაინც ბოლომდეა ათვისებული და არასდროს ადგილი არ არის, მოხდება მომდევნო საფეხურზე გადასვლა. მიზანი თანხის მოკრება არ არის, ეს თანხა მთლიანად მიდის სატრანსპორტო კომპანიაში და მიდის საზოგადობრივი ტრანსპორტის განვითარებაში“, – აცხადებს ხმალაძე.