ზოგიერთ თურქულ ავიარეისზე შეიარაღებული პოლიციელები იმორიგევებენ
ზოგიერთ თურქულ ავიარეისზე შეიარაღებული პოლიციელები იმორიგევებენ

თურქეთიდან და თურქეთის მიმართულებით მიმავალ ზოგიერთ ავიარეისზე შეიარაღებული პოლიციელებიც იმგზავრებენ.

როგორც თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აჰმეთ არსლანმა განაცხადა, შესაბამისი კანონი გასულ კვირას პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

მისივე თქმით, ამ ზომას მთავრობა საჭიროების შემთხვევაში მიმართავს და ის ტერაქტების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

„შეიარაღებული პოლიცილების ყოფნა ლაინერის ბორტზე მიღებული პრაქტიკაა. ეს არა მხოლოდ თურქეთში, არამედ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოშიც მიღებულია“,- აცხადებს თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი გაზეთ Hurriyet-თან ინტერვიუში.

როგორც მინისტრი განმარტავს, პოლიცილები თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ მას შემდეგ ავლენ, რაც თურქეთი იმ სახელმწიფოებთან გააფორმებს შეთანხმებას, სადაც ლაინერი მიფრინავს.

მაღალჩინოსნის განცხადებით, სიახლე არა ყველა, არამედ ცალკეულ საერთაშორისო ფრენებს შეეხებათ.