ზივზივაძის შედევრი - ქართველმა უნგრეთში ეფექტურად გაიტანა (ვიდეო)
ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ამ ქვეყნის თასის ¼-ფინალში „მეზოკოვეშდი“ „პუშკაშ აკადემიას“ დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 48-ე წუთზე, 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქეები ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და მეკარეს დაბალ კუთხეში გაუტანა. ზივზივაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩის მიწურულს, 76-ე წუთზე შეცვალეს.
„შედევრი! ბუდუ ზივზივაძის წინამძღოლობით, უნგრეთის თასის მეოთხედფინალში, „მეზოკოვეშდმა” „პუშკაშ აკადემია“ დაამარცხა“ – ასე შეაფასა პოპულარული სატელევიზიოო ქსელის, „M4sport“-ის ოფიციალურმა გვერდმა ქართველის გოლი.
უნგრეთის თასის ¼-ფინალის განმეორებითი შეხვედრას ქართველის გუნდი საკუთარ მოედანზე 11 მარტს ჩაატარებს. ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში 22 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე პირველი მატჩი გამართა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.