ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთში (ვიდეო)
ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთში (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში მორიგი გოლი გაიტანა. ჩემპიონატის მე-11 ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ფეჰერვარი“ შინ „დიოშგიორს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა.

26 წლის ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე მეტოქის კარი აიღო, ხუთ წუთში კი შეცვალა უკრაინელმა ივან პეტრიაკმა, რომელმაც 90+1 წუთზე „დიოშგიორს“ მესამე გაუტანა. ზივზივაძემ ახალ კლუბში მეცხრე მატჩი ჩაატარა და მესამე გოლი გაიტანა.

ზივზივაძე „ფეჰერვარში“ ზაფხულში გადავიდა და ჯერ დამკვიდრების პროცესშია. გუნდმა 10 მატჩში 19 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „ქიშვარდამ“ და უნგრეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ლიდერს, ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“ კი ოთხი ქულით ჩამორჩება.