ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის ბუნდესლიგაში „ვოლფსბურგს“ სტუმრად დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილიც შეიტანა. სამწუხაროდ, ბოლო წუთზე ბუდუს ეუხეშნენ და მას მოედნის დატოვება მოუხდა, მაგრამ ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.
ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე გავიდა – მასპინძლეთა კარში დანიშნული პენალტი მარვინ პირინგერმა შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული 27 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმმა“ 22 ქულა დააგროვა, მე-16 ადგილზეა და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს.