უნგრეთის ჩემპიონატი დასრულდა, ხოლო ბუდუ ზივზივაძის გუნდმა „მეზოკოვეშდმა“ არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ბოლო, 33-ე ტურში, ქართველის გუნდი ჩემპიონ ბუდაპეშტის „ფერენცვაროშს“ შეხვდა, სადაც ლაშა დვალი ტრავის გამო ვერ თამაშობდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ზივზივაძე „მეზოკოვეშდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთძე შეცვალეს.
33 ტური შემდეგ „მეზოკოვეშდმა” 50 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა, რაც მის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მაგრამ ევროპის ლიგაზე ვერ გავიდა – ზივზივაძის გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მესამე ადგილზე იყო და მხოლოდ ბოლო სამ ტურში ჩამორჩა „პუშკაშის აკადემიას” (54 ქულა). „მეზოკოვეშდი” უნგრეთის თასის ფინალშიც გავიდა, სადაც „ჰონვედთან” დამარცხდა და ევროსარბიელზე გასვლის შანის დაკარგა.