ზივზივაძეს არ უთამაშია - „კარლსრუე“ აუტსაიდერებთან სხვაობას ზრდის #1TVSPORT
ზივზივაძეს არ უთამაშია - „კარლსრუე“ აუტსაიდერებთან სხვაობას ზრდის #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში ერთ-ერთი ლიდერი, „ჰამბურგი“ 4:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესა.

ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მისმა გუნდმა მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ ფავორიტს პირველივე ტაიმში სამი გოლი გაუტანა და ნოკაუტში ჩააგდო. „ჰამბურგის“ კარში გოლები ნებელმა (11), იენსენმა (17) და შლოისენერმა (32) გაიტანეს.

ჰამბურგმა“ მეორე ნახევარში გაიბრძოლა და გლაცერის (50, 80) დუბლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ სტუმართა იმედებს ცივი შხაპი შლოისენერმა გადაასხა, რომელმაც „ჰამბურგს“ 89-ე წუთზე მეოთხე გოლი გაუტანა, დუბლი შეასრულა და „კარლსრუეს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა 4:2.

ზედიზედ მეხუთე გამარჯვებით „კარლსრუემ“ 34 ქულა დააგროვა, მე-9 ადგილზეა და აუტსაიდერთა ჯგუფს უკვე 11 ქულით ასწრებს.