ზივზივაძე დუბლით და საგოლე გადაცემით დაბრუნდა - „კარლსრუემ“ ტესტმატჩში ბუნდესლიგელი „ჰოფენჰაიმი“ დაამარცხა #1TVSPORT
ზივზივაძე დუბლით და საგოლე გადაცემით დაბრუნდა - „კარლსრუემ“ ტესტმატჩში ბუნდესლიგელი „ჰოფენჰაიმი“ დაამარცხა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „კარლსრუეს“ შესანიშნავი შედეგით დაუბრუნდა – ბუნდესლიგელ „ჰოფენჰაიმთან“ საკონტროლო შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ქართველი თავდამსხმელი გუნდს დაგვიანებით შეუერთდა. „კარლსრუემ“, რომელმაც უკვე მეხუთე ამხანაგური შეხვედრა გამართა, ბუდუ ზივზივაძის დახმარებით ბუნდესლიგის წარმომადგენელს დიდი ანგარიშით, 4:1 მოუგო.

„არტურ ბაიერ არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ზუდუ ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს. მისი გადაცემით მე-17 წუთზე ანგარიში მარვინ ვანიჩეკმა გახსნა, 21-ე წუთზე კი თავი უკვე ბუდუმ გამოიჩინა.

„ჰოფენჰაიმმა“ სხვაობა 38-ე წუთზე შეამცირა, მაგრამ რამდენიმე წუთში ზივზივაძემ მეორე გოლი გაიტანა. საბოლოო აანგარიში კი 87-ე წუთზე ფაბიან შლოისენერმა დაფიქსაირა – 4:1.

„კარლსრუე“ მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ ორ ​​ტესტმატჩს ჩაატარებს და ორივეს – საკუთარ მოედანზე. 24 ივლისს „მიუნხენ 1860“-ს უმასპინძლებს, ხოლო 27 ივლისს „სტრასბურს“ დაუპირისპირდება.