ზინედინ ზიდანი ნეიმარის შეძენის წინააღმდეგია
ზინედინ ზიდანი ნეიმარის შეძენის წინააღმდეგია

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი „პარი სენ-ჟერმენიდან“ ფორვარდ ნეიმარის შეძენის წინააღმდეგ გამოდის.

გაზეთ „ასის“ (AS) ცნობით, ესპანური გრანდის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკვე მუშაობს ბრაზილიელის ტრანსფერზე, მაგრამ ნეიმარის საქციელი და ხასიათი არ აწყობს ფრანგ სპეციალისტს.

კერძოდ, ზიდანს არ მოსწონს ნეიმარის თამაშის სტილი, მისი პოტენციური სატრანსფერო ღირებულება და ფეხბურთელის ხშირი სტუმრობა ღამის კლუბებში.

ამ სეზონში ნეიმარმა 15 მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში, 13 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.