ზინედინ ზიდანი - ბეილთან არანაირი პრობლემა არ მქონდა, ის ფენომენალური ფეხბურთელია
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გაუკეთა გარეტ ბეილის „სამეფო კლუბიდან“ „ტოტენჰემში“ ტრანსფერს.
„არ ვარ გაღიზიანებული იმის გამო, რომ ხალხი მე მადანაშაულებს მის წასვლაში, რადგან ეს ასე არ არის. საქმე გაცილებით რთულადაა. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჩვენს შორის არანაირი პრობლემა არ არის. არავინ აპირებს მას წაართვას ის, რაც „რეალისთვის“ გააკეთა.
გარეტს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ბოლო დღეებში მასთან კონტაქტი არ მქონია. ის, რაც მან აქ გააკეთა – ფენომენალურია. შეუძლებელია ამაზე კამათი, რადგან ბევრი ტიტული მოიგო და ხარისხი აჩვენა. ასეთია ცხოვრება და თუ ის გასულ სეზონში „რეალში“ დარჩა, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა.
ჩემი აზრი არ შეცვლილა: მნიშვნელოვანია ის, რისი გაკეთება სურს მოთამაშეს. ჩვენ ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ.
მომიხსნის თუ არა ეს ტრანსფერი ტვირთს? არა, რადგან მე არასოდეს ვგრძნობდი ამის გამო სიმძიმეს. არასოდეს მქონია პრობლემები ბეილთან. მართლაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ის იმდენს არ თამაშობდა, რამდენიც საჭირო იყო. ეს არ იქნება ჩემი მხრებიდან ტვირთის მოხსნა, რადგან ასეთი ჩემი სამუშაო: თუ გარეტი არა, მაშინ ვინმე სხვა იქნებოდა“, – მოჰყავს ზიდანის სიტყვები გაზეთ „მარკას“.