ზინჩენკო „არსენალს“ იანვარში დატოვებს - „დორტმუნდი“ წინადადებას ამზადებს #1TVSPORT
ზინჩენკო „არსენალს“ იანვარში დატოვებს - „დორტმუნდი“ წინადადებას ამზადებს #1TVSPORT

„არსენალის“ მარცხენა მცველი ალექსანდრ ზინჩენკო იანვარში ლონდონის დასატოვებლად ემზადება. უკრაინის ნაკრების ფეხბურთელის შეძენაზე მთავარი პრეტენდენტი „დორტმუნდია“.

გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, გერმანული კლუბი თავის პრიორიტეტთა სიაში პირველ ადგილზე აყენებს მარცხენა მცველს მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო „ჩელსიდან“ რენატო ვეიგას გადაბირება. ეს უკანასკნელი „იუვენტუსში“ იჯარით წავიდა. „დორტმუნდს“ უკვე მომზადებული აქვს წინადადება უკრაინელ ფეხბურთელზე.

ალექსანდრ ზინჩენკო „არსენალში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 28 წლის ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში 81 მატჩი ჩაატარა.