ზიმბაბვეს პრეზიდენტი - დემოკრატიის დონე ზიმბაბვეში მაღალია
ზიმბაბვეს პრეზიდენტი - დემოკრატიის დონე ზიმბაბვეში მაღალია

ზიმბაბვეს ახალი პრეზიდენტი, ემერსონ მნანგავა მიიჩნევს, რომ ქვეყანა რეფორმებს არ საჭიროებს და დემოკრატიის დონე ზიმბაბვეში მაღალია.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს  რობერტ მუგაბეს შეცდომები არ დაუშვია.

„მინდა პირადად შევხვდე მათ, ვინც მეტყვის, რომ ჩვენი კონსტიტუცია არაადექვატურია და თანამედროვე დემოკრატიის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. გადადგილების თავისუფლება, სიტყვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება – ეს ყველაფერი დაცულია ჩვენი კონსტიტუციით“, –  აცხადებს მნანგავა.

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, 93 წლის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 2017 წლის ნოემბერში, სამხედროების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც ზიმბაბვეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მნანგავა მართავს.

ემერსონ მნანგავა ამ თანამდებობაზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩება.