ზიდანს საფრანგეთის ნაკრების მომავალ მწვრთნელად მოიაზრებენ

16:16, 13.02.2021

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდიე დეშამი შეცვალოს.

„ჩვენ ზიდანთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, – ციტირებს საფრანგეთის ფეხებურთის ფედერაციის სიტყვებს L’Equipe, – თუ დეშამი ნაკრებიდან წავა, მის ადგილზე ზიდანის ნახვას ვისურვებდი“.

დიდიე დეშამის კონტრაქტი საფრანგეთის ნაკრებთან 2022 წელს იწურება.

მსგავსი