საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდიე დეშამი შეცვალოს.
„ჩვენ ზიდანთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, – ციტირებს საფრანგეთის ფეხებურთის ფედერაციის სიტყვებს L’Equipe, – თუ დეშამი ნაკრებიდან წავა, მის ადგილზე ზიდანის ნახვას ვისურვებდი“.
დიდიე დეშამის კონტრაქტი საფრანგეთის ნაკრებთან 2022 წელს იწურება.