ზიდანს მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებში სურს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება #1TVSPORT
ზიდანს მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებში სურს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება #1TVSPORT

ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას აპირებს.

როგორც გამოცემა Todofichajes-ი წერს, ზიდანს გეგმაში აქვს საფრანგეთის ნაკრებში მუშაობა. ამ მომენტისთვის „რეალის“ ყოფილი დამრიგებელი ელოდება ევრო 2024-ის დასრულებას, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მისი ეროვნულ გუნდში დანიშვნის ვარიანტი.

ზიდანი მადრიდის „რეალში“ მთავარ მწვრთნელად 2016-18 და 2019-21 წლების პერიოდებში მუშაობდა. ამ გუნდთან ერთად ფრანგმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ გახდა ესპანეთის სუპერთასის მფლობელი და სამჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე.

საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს დიდიე დეშამი. მან ეროვნულ გუნდს მოაგებინა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი, 2021 წელს ერთა ლიგა, ასევე გაიყვანა ევრო 2016-ისა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში.