„პარი სენ-ჟერმენი“ განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურას.
პარიზული კლუბის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი ზიდანთან, რომელიც დღეს მადრიდის „რეალს“ ავარჯიშებს, – განაცხადა ჟურნალისტმა ედუარდო ინდამ ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito-ს ეთერში.
დღეს „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელია თომას ტუხელი, რომლის ხელმძღვანელობითაც შარშან პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
48 წლის ზიდანი „რეალში“ 2019 წელს დაბრუნდა და გუნდი გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონობამდე მიიყვანა.