უელსელმა ფორვარდმა, გარეტ ბეილმა, შესაძლოა, მადრიდის „რეალი“ დატოვოს მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან კონფლიქტის გამო.
ESPN-ის ინფორმაციით, ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა და კრიტიკულ წერტილს მიაღწია.
ბრიტანელი უკმაყოფილოა იმით, რომ ფრანგი სპეციალისტი არ იყენებს მას მნიშვნელოვან მატჩებში. ზიდანს არ გააჩნია პრეტენზიები ფეხბურთელის მიმართ ვარჯიშებზე მუშაობის დროს, მაგრამ მას არ მოსწონს ბეილის რეაქციები მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე.
იტყობინებიან, რომ ზიდანი მოხარული იქნება, თუ ფეხბურთელი სხვა გუნდში გადავა. მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც გადახედა თავის დამოკიდებულებას უელსელის მიმართ და მწვრთნელის მხარე დაიჭირა.
ბეილი „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან დედაქალაქურ კლუბში 20 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.