ლეგენდარული ფრანგი ნახევარმცველის ზინედინ ზიდანის უფროსმა ვაჟმა ენცო ზიდანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა, – წერს ესპანური გაზეთი AS.
29 წლის ფეხბურთელის ბოლო კლუბი იყო ესპანური „ფუენლაბრადა“ რომლის რიგებშიც ნახევარმცველმა 29 მატჩი ჩაატარა და გუნდი 2023 წელს დატოვა. მას შემდეგ, რაც ენცომ ახალი კლუბის პოვნა ვერ შეძლო, აქტიური კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
მთელი კარიერის განმავლობაში ენცო ზიდანმა 203 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 24 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მან ერთი მატჩი ითამაშა მადრიდის „რეალის“ პირველ გუნდში და იმ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა. ასევე იყო „ალავესის“, „ლოზანას“, „რაიო მახადაონდას“, „ავეშის“, „ალმერიასა“ და „როდეზის“ ფეხბურთელი.